რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელფასების გადასახდელად 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ფინანსთა მინისტრის” მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა.
“იანვარში რუსეთმა უკვე გადაუგზავნა აფხაზეთს 344 მილიონი რუბლი.
მეორე ტრანშის ჯამი 72 მილიონი რუბლია. ამ თანხებიდან დაიწყო ხელფასების გადახდა ჯანდაცვის სისტემის, განათლების, კულტურის, სპორტის თანამშრომლებისთვის”, - განაცხადა დელბამ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.