USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
რუსეთმა და ცხინვალის რეგიონმა „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
Date:  608

25 ივნისს მოსკოვში რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ანტონ კოტიაკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა - გენადი ბეკოევმა შეთანხმება გააფორმეს.  შეთანხმება რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსებით ცხინვალის რეგიონში „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდას მოიაზრებს.

28 ივნისს ცხინვალის რეგიონის „მთავრობის სხდომაზე“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელფასების ზრდისთვის საჭირო პროცედურების უმოკლეს დროში ჩატარების ბრძანება გასცა. „საჯარო სექტორში“ დასაქმებულები გაზრდილ ხელფასს უკვე შემდეგი თვიდან მიიღებენ. გაზრდილი ხელფასი 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აითვლება.

დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის - აზა ხაბალოვას თანახმად, თუ აქამდე „საჯარო სექტორის“ თანამშრომლები ანაზღაურებას რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 2016 წლის დონეზე იღებდნენ, ახლა იგი 2021 წლის დონეს გაუტოლდება. ხელფასების ზრდის ფონზე რეგიონის „ბიუჯეტი“ 474 მლნ რუბლით გაიზრდება.

ბიბილოვის განცხადებით, აქამდე ხელფასები ჩრდილოეთ კავკასიის 2020 წლის დონემდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მისი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ 2021 წლის დონეზე გაზრდა გადაწყდა.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ორ „საჯარო“ სამსახურში მომუშავეებს, რომელთაც ეს მცირე ხელფასის გამო უხდებოდათ, ამიერიდან ამის უფლება აღარ ექნებათ და ერთი მუდმივი სამუშაოს არჩევა მოუწევთ.

ხელფასების მატება 1 894 ადამიანს შეეხება.

  • 85 ადამიანი „საჯარო სამსახურში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს და 2020 წელს საშუალოდ 56 000 რუბლს იღებდა. 2021 წელს მათი ხელფასი საშუალოდ 105 000 რუბლს მიაღწევს.
  • 414 ადამიანი „ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში“ მუშაობს და 2020 წელს საშუალოდ 10 000 რუბლს იღებდა. 2021 წელს მათი ანაზღაურება საშუალოდ 26 000 რუბლამდე გაიზრდება.
  • 1395 ადამიანი „წარმომადგენლობით აღმასრულებელ“ სტრუქტურებში მუშაობს და 2020 წელს საშუალოდ 17 000 რუბლს იღებდა. 2021 წელს მათი ხელფასი საშუალოდ 31 000 რუბლამდე გაიზრდება.
sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way