რუსეთმა ბოლო ხუთ თვეში მხოლოდ ბახმუტში 20 000 ადამიანი დაკარგა, მათგან ნახევარი "ვაგნერის" ძალებს ეკუთვნის - ინფორმაციას ამერიკის დაზვერვა აქვეყნებს. ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთის შეტევა ბახმუტზე სრულად ჩაიშალა. პუტინის რეჟიმი კი ომის დანაკარგების შესახებ ისევ სტატისტიკას აყალბებს, თავდაცვის მინისტრი შოიგუ ირწმუნება, რომ მხოლოდ 5 ათასი ჯარისკაცია დაღუპული.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის თანახმად, უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 41 შეტევა მოიგერიეს. ბახმუტი და მარინკა ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.