USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა ყარაბაღის საკითხზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს
дата:  522

აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მთიანი ყარაბაღის შესახებ საგანგებო საიდუმლო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში გაიმართა და მისი მიზანი იყო, დაერწმუნებინათ აზერბაიჯანი რეგიონში სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარების კოლონები დაეშვა. შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხებში ლუი ბონო, ევროკავშირს წარმოადგენდა სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, ხოლო რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იგორ ხოვაევი გაგზავნა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати