USD 2.6838
EUR 3.1980
RUB 3.4759
Tbilisi
რუსეთის ვიცე-პრემიერი - საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმი იყოს
Date:  

"საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს გამოიყენონ რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე" -  ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა  ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე  განაცხადა.  

"თუ საქართველოს შევხედავთ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად" - ამბობს ოვერჩუკი.
 

მისივე მტკიცებით ამ ტენდენციას "კარგი გამოხმაურება აქვს" მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროში. მისივე თქმით, "ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე მიისწრაფვის".

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way