USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შოიგუ, საგანგებო ვიზიტით პეკინში გაემგზავრა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა
дата:  518
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შოიგუ, საგანგებო ვიზიტით პეკინში გაემგზავრა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა.
 
მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი შექმნილი მომენტით სარგებლობას შეეცდება და ტრამპის სურვილებს ჩინეთთან სავაჭროდ გამოიყენებს, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებაში.
 
გასული 3 წლის განმავლობაში, თითქმის არ დაფიქსირებულა ჩინეთის პირდაპირი სამხედრო დახმარება რუსეთისთვის, მძიმე შეიარაღების ან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების მიწოდების კუთხით, თუმცა რუსული სამხედრო ნაწარმის შესაქმნელად, აქტიურად გამოიყენება ჩინური ორმაგი დანიშნულების მაკომპლექტებლები და მიკროჩიპები, ასევე ჩინური მანქანა-დანადგარები და ჩარხები.
 
სავარაუდოდ, რუსეთი ივაჭრებს ჩინეთთან და ტრამპის ეკონომიკურ შეთავაზებზე უარის თქმის სანაცვლოდ, ჩინეთს მოთხოვს მძიმე საბრძოლო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით დახმარებას, ასევე სანაცვლოდ შესთავაზებს მინერალებს, წიაღისეულს და არქტიკის ნავთობზე და სავაჭრო გზებზე წვდომას.
 
თანაც ეს იმ პირობებში, როდესაც პუტინსა და სი ძინ პინს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ სატელეფონო საუბარში, სიმ პუტინს განუცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ორმხრივ პარტნიორობას შეზღუდვები არ გააჩნია.
 
общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати