USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
თბილისი
რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფხაზეთში გულმხურვალე მხარდაჭერა არ მოჰყოლია
თარიღი:  1345

დაახლოებით 2 600 ადამიანი, ძირითადად სამხედრო, უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი სფეროებიდან, 11 მარტს სოხუმის დინამოს სტადიონზე უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

აქცია ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. როგორც ჩანს, ამის საჭიროება იმიტომაც დადგა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში კრემლის წამოწყებულ ომს გულმხურვალე მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

„მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ხელმძღვანელობა და ჩვენი მრავალეთნიკური ხალხი, სრულად ვემხრობით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს“, – მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეებს.

„გვესმის, თუ რამდენად რთული იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ვლადიმერ ვლადიმერის ძისათვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ „ჩვენ ერთიანნი ვართ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საკითხში“.

 „სამწუხაროდ, უკრაინა არის იარაღი, რომლის მეშვეობითაც ე.წ. კოლექტიური დასავლეთი იმპერიალიზმის პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიზანიც ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებაა“, – განაცხადა ბჟანიამ და ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასრულების საჭიროების შესახებ 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის გამოსვლა გაიხსენა.

ეს უკრაინაში რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად სოხუმში გამართული პირველი შედარებით მსხვილი აქცია იყო. მანამდე, 7 მარტს, რუსეთისადმი მხარდასაჭერ ავტორბოლას დაახლოებით 30 ადამიანი შეუერთდა.

7 მარტს, უკრაინაში „რუსეთის სპეცოპერაციის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა გუდაუთაშიც. აქცია 12 მარტის „საპარლამენტო არჩევნებში“ მონაწილე რამდენიმე კანდიდატის მიერ იყო ორგანიზენული. ესენი არიან – ლეონიდ ლაკერბაია, ახრა ფაჩულია, ბესლან ხალვაში, ალმასხან ბარციცი, ალისა გულარია და ფარიდ კობახია.

უკრაინაში რუსეთის ომისადმი აფხაზური საზოგადოების ენთუზიაზმის ნაკლებობა ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას განცხადებაშიც აისახა. არძინბა ბჟანიას მოქმედებისაკენ მოუწოდებდა.

„ხალხი დაძაბულია, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობა ვრცელდება და ხალხმა არ იცის, რა ხდება. სახელმწიფოს მეთაურმა უნდა უთხრას ხალხს, რა კეთდება და რას უნდა ელოდონ“, – განუცხადა არძინბამ 6 მარტს ტელეგრამის ქსელში მოქმედ არხ „რესპუბლიკას“.

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, აფხაზეთის საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და რეგიონში რუსეთის ომს საყოველთაო მხარდაჭერა არა აქვს.

თუმცა, მისივე თქმით, აფხაზეთის მოსახლეობას არ სურს უკრაინაში რუსეთმა ომი წააგოს, რადგანაც მათი აზრით, შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობას და დასუსტებულ რუსეთს, შესაძლოა, თბილისის მიერ რეგიონზე კონტროლის დაბრუნების მცდელობა მოჰყვეს.

თბილისი
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.