USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არაყი "აბსოლუტის" ყუთებში მოთავსებული, მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მოიპარეს
თარიღი:  1247

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური შენობიდან მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა.

ფული სავალუტო-საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტ-ექსპერტის, ნატალია აგალცოვას კაბინეტიდან გაქრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის 19 დეკემბერს, როდესაც აგალცოვას თანხა ბანკში უნდა მიეტანა. 20 დღით ადრე აგალცოვამ ირანში რუსეთის საელჩოსგან 1,5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც საკონსულო მომსახურების საფასურს წარმოადგენდა. საელჩო საბანკო გზავნილით ფულს ამერიკული სანქციების გამო ვერ აგზავნიდა, ამიტომ ის რუსეთში დიპლომატიური ფოსტით გაგზავნეს. ტელეკომპანია RENTV-ის ცნობით, მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში გამოგზავნის წინ ეს ფული არაყი "აბსოლუტის" ყუთებში მოათავსეს და ისე გაამოამგზავრეს მოსკოვში.

2019 წლის 19 დეკემბერს აგალცოვამ უფროსს განუცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და სამსახურში დააგვიანდებოდა. მისი კაბინეტი გახსნეს და დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინეს, რევიზიამ 1,066 მილიონი დოლარის დანაკლისი დაადგინა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე გამოჩნდა, რომ წინა დღეს აგალცოვა კაბინეტიდან ორი დიდი ჩანთით გავიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედება. გაუჩინარებული ფული ამ დრომდე ნაპოვნი არაა, თუმცა სიცრუის დეტექტორზე ჩატარებულმა დაკითხვამ აჩვენა, რომ აგალცოვამ ფულის ადგილმდებარეობა იცის.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება დასრულებულია. სასამართლოში საქმის განხილვა 30 დეკემბერს დაიწყება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის