USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველომ უნდა წარმოადგინოს გარანტიები ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ
თარიღი:  681

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, „შერიგების გზავნილები“ აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ რეალურ ნაბიჯებად გარდაქმნას, — ამის შესახებ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდს ეხმაურება.

მოსკოვი თბილისისგან ელოდება იურიდიულ გარანტიას, რომ ის ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, „რეგიონის სტაბილურობას ხელი შეეწყობოდა, თუ თბილისი თანხმობას განაცხადებდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე“. ამასთან, მოსკოვი კვლავ გამოთქვამს ეჭვს, რომ საქართველო შესაძლოა, სამხედრო გზით შეეცადოს ყოფილი ტერიტორიების დაბრუნებას.

ამ საფრთხეებს ამძაფრებს საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წვრთნებში ჩართულობა, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მოსკოვის მტკიცებით, დისკუსიების ჰუმანიტარული მიმართულების პროგრესს აფერხებს გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებზე. რუსეთის მტკიცებით, ეს დოკუმენტი „უკიდურესად პოლიტიზებულია“ და „ბლოკავს კონსტრუქციულ განხილვას ჟენევის ფორმატში“.

სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები ვერ მონაწილეობენ იმ ფორმატებში, სადაც ეს საკითხები გადის, რაც არღვევს მათი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობას, — აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, რუსეთი კვლავ აფხაზეთისა და ცხინვალის უსაფრთხოების „მტკიცედ უზრუნველყოფას“ ასახელებს პროცესის მთავარ ამოცანად — ტერმინოლოგიით, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის