USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე
дата:  927

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ წინაპირობების გარეშე და მხოლოდ არსებული რეალობის საფუძველზე. ამის შესახებ 11 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა.

”დიახ, კლასიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკებებით მთავრდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ასეთი მოლაპარაკებებისთვის”, - თქვა ვერშინინმა ტელეკომპანია ზვეზდასთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ წინაპირობების გარეშე, არსებული რეალობიდან გამომდინარე და იმ მიზნების გათვალისწინებით, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა.

ერთი დღით ადრე, 10 თებერვალს, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს წინადადებები უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ,  რეალობისა და პოზიციის გათვალისწინებით. 

სერგეი ვერშინინი

 

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати