რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ წინაპირობების გარეშე და მხოლოდ არსებული რეალობის საფუძველზე. ამის შესახებ 11 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა.
”დიახ, კლასიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკებებით მთავრდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე ვთქვით, რომ მზად ვიქნებით ასეთი მოლაპარაკებებისთვის”, - თქვა ვერშინინმა ტელეკომპანია ზვეზდასთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ წინაპირობების გარეშე, არსებული რეალობიდან გამომდინარე და იმ მიზნების გათვალისწინებით, რაც რუსულმა მხარემ გააჟღერა.
ერთი დღით ადრე, 10 თებერვალს, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს წინადადებები უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ, რეალობისა და პოზიციის გათვალისწინებით.

სერგეი ვერშინინი
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.