USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსის დაუდასტურდა
Date:  1267

მიხეილ მიშუსტინმა ამის შესახებ თვითონ განაცხადა პრეზიდენტ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს. საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მიშუსტინი გააგრძელებს მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მიშუსტინმა განაცხადა, რომ ის ზედმიწევნით დაიცავს თვითიზოლაციის წესებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდნონ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვებს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად  ანდრეი ბელუსოვი დაინიშნა, რომლის კანდიდატურა  თავად მიშუსტინმა შესთავაზა პუტინს და მანაც ხელი მოაწერა ამ ბრძანებას.

ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ მაღალ ჩინოსნებთან ჰქონდა მჭიდრო საქმიანი კონტაქტი რუსეთის პრემიერს, ამ დრომდე ოფიციალურად არ ვრცელდება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way