მიხეილ მიშუსტინმა ამის შესახებ თვითონ განაცხადა პრეზიდენტ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს. საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მიშუსტინი გააგრძელებს მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
მიშუსტინმა განაცხადა, რომ ის ზედმიწევნით დაიცავს თვითიზოლაციის წესებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდნონ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვებს.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი ბელუსოვი დაინიშნა, რომლის კანდიდატურა თავად მიშუსტინმა შესთავაზა პუტინს და მანაც ხელი მოაწერა ამ ბრძანებას.
ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ მაღალ ჩინოსნებთან ჰქონდა მჭიდრო საქმიანი კონტაქტი რუსეთის პრემიერს, ამ დრომდე ოფიციალურად არ ვრცელდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.