USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
რუსეთის პოზიცია უცვლელია: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება არ გადაიხედება
თარიღი:  372

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს მოთხოვნა — დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გაუქმება — „უსაფუძვლოდ, არარეალისტურად და ქართული მხარისთვისვე საზიანოდ“ შეაფასა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება კვლავ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მოსკოვი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სტატუსზე რაიმე ფორმის დათმობას. ქართული მხარის მიერ წაყენებული პირობა — ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მხრიდან აღიარების გაუქმების შემთხვევაში — რუსეთმა „არარეალისტურად“ შეაფასა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კრემლი ამ მიმართულებით არ გეგმავს პოზიციის შეცვლას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებაში თბილისი მიბმულია სააკაშვილის დროინდელ პოლიტიკურ ხაზთან, რაც პოლიტიკური მესიჯია — მოსკოვი ცდილობს ქართული მოთხოვნა „ძველი რეჟიმის“ მემკვიდრეობად წარმოაჩინოს.

რუსეთის მიერ ხაზგასმული ფორმულირება — „ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმ ფარგლებში, რასაც საქართველო შეძლებად მიიჩნევს“ — დიპლომატიური მანევრის სივრცეზე მიუთითებს, თუმცა არა სტატუსის საკითხზე.
ამგვარი მიდგომა ადასტურებს, რომ მოსკოვის პოზიცია სტატუსის თაობაზე უცვლელია, ხოლო დიალოგის უწყვეტობა მთლიანად ქართულ ინიციატივაზეა მიბმული.

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის