USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
რუსეთის პირველი არხის კონსპირაციები კორონავირუსსა და რუსეთ-უკრაინის ომზე
дата:  333

1 იანვარს რუსეთის პირველ არხის ფეისბუქ გვერდზე გადაცემის –  “ადამიანი და კანონი” ფრაგმენტი გამოქვეყნდა. ვიდეოში განხილულია გამოცემა The Economist-ის სხვადასხვა ნომრის გარეკანი და წარმოდგენილია წლის პროგნოზი, რომელიც გადაცემის თანახმად, ამ გარეკანის უკან იმალება. გადაცემაში ასევე განხილულია The Economist-ის აქციების მფლობელების, როტშილდებისა და ანიელების ოჯახები, რომლებიც ერთ-ერთი რუსი კრიპტოვალუტის ექსპერტის – გენადი მედეცკის განმარტებით, შავი არისტოკრატიის ნაწილს წარმოადგენენ, რაც, თავის მხრივ, ათასწლეულს ითვლის. სიუჟეტში The Economist -ის პროგნოზებს როტშილდებისა და ანიელების ინტერესებს უკავშირებენ.

გადაცემის წამყვანი  ფრანგულ სატირულ გამოცემას – შარლი ებდოსაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ საშობაო ნომერზე ზელენსკის კარიკატურა იყო გამოსახული, რომელიც შობის სცენის ფონზე სხვადასხვა ნივთებით ხელში გარბის და ამბობს: “შეწყვიტეთ წუწუნი, მეტი მჭირდება”. აღწერის მიხედვით ზელენსკი შობას იპარავს. 

გარდა ამისა, რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში The Economist-ის სხვადასხვა გარეკანს განიხილავენ და მათთან დაკავშირებულ რამდენიმე კონსპირაციას ავითარებენ, თითქოს ბრიტანულმა გამოცემამ კორონავირუსი, უკრაინის ომი და ბლექაუთი (ელექტორენერგიის საყოველთაო გათიშვა) იწინასწარმეტყველა. 

რუსეთის პირველი არხი დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს. შარლი ებდოს საშობაო ნომრის გარეკანი, რომელზეც ზელენსკია გამოსახული, ყალბია. ხოლო როტშილდებისა და როკფელერების საგვარეულოების შესახებ გავრცელებული ცნობები, თითქოს ისინი მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველები არიან, კონსპირაციაა, რომელიც პერიოდულად ვრცელდება.

  • გაყალბებული კარიკატურა ზელენსკის გამოსახულებით

შარლი ებდოს გავრცელებული კარიკატურა ყალბია. ეს ინფორმაცია დეკემბერში სხვა რუსულმა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს. კარიკატურა 22 დეკემბრით თარიღდებოდა, თუმცა, ის შარლი ებდოს არცერთ ოფიციალურ პლატფორმაზე – ვებ-გვერდზეტვიტერისა და ფეისბუკ-გვერდზე  არ გამოქვეყნებულა.

გაყალბებული კარიკატურა

აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალა:

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში, კრიპტოვალუტის ექსპერტი – გენადი მედეცკი აღნიშნავს, რომ როტშილდები და როკფელერები ე.წ შავი არისტოკრატიის წევრები არიან. კონსპირაციები, თითქოს ისინი ჩრდილოვანი მმართველები არიან, წარსულშიც არაერთელ გავრცელდა. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ისინი მომავალს პროგნოზირებენ ან გლობალურ მოვლენებს თავიანთი სურვილისამებრ გეგმავენ.

როტშილდების წარმოშობით ებრაული ოჯახი ყურადღების ცენტრში მე-18 საუკუნიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საბანკო-საფინანსო ქსელი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ებრაული წარმოშობისა და სწრაფი გამდიდრების მიზეზით, ოჯახი ევროპაშიც ხშირად გამხდარა ანტი-სემიტური კონსპირაციების სამიზნე. როტშილდები ასევე ფლობენ წილს ჟურნალ The Economist – ში. 

როკფელერების გვარი კი ძირითადად ნავთობისა და უძრავი ქონების ბიზნესთანაა დაკავშირებული, რომლითაც საგვარეულოს დამფუძნებელმა ჯონ როკფელერმა მე-19 საუკუნეში მნიშვნელოვანი შემოსავლები მოიპოვა. გარდა ბიზნესებისა, ოჯახის დაფუძნებულია საქველმოქმედო ორგანიზაცია “როკფელერების ფონდი”, რომელიც მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან დღემდე ფილანტროფიული საქმიანობითაა დაკავებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს “როკფელერების ფონდმა” ოჯახის ტრადიციული ბიზნესის – ნავთობკომპანიების (Standard Oil და EXXON) ინვესტირება ეკოლოგიასა და გლობალურ დათბობაზე მათი გავლენის გამო შეაჩერა. რუსი პროპაგანდისტი ნიკიტა მიხალკოვის გადაცემაზე დაყრდნობით, წარსულში  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანების კონტროლისთვის შეიქმნა და მისი მიზნების განხორციელებას ფინანსურად ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი უზრუნველყოფდა.

ვრცლად, როკფელერებისა და როტშილდების შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის სტატია: 

რაც შეეხება ანიელების იტალიურ საგვარეულო ოჯახს, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში, მას აქვს წილი სხვადასხვა საფინანსო და საავტომობილო სექტორში. ანდრეა ანიელი საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის პრეზიდენტია, რომელსაც ოჯახი 1963 წლიდან მართავს. ანიელები არიან კომპანიების Fiat-ს და Exor-ის დამფუძნებლები. ასევე, ფლობენ წილს ჟურნალ The Economist -ში. 

  • The Economist – ზე დაფუძნებული კონსპირაციები

გადაცემის თანახმად, გამოცემა The Economist  წლების განმავლობაში შემდეგი წლის მოვლენებს პროგნოზირებდა. სიუჟეტში გამოყენებული ექსპერტები კი ავითარებენ მოსაზრებას, თითქოს ეს პროგნოზები გამოცემის აქციის მფლობელების (როტშილდები და ანიელები) ინტერესებს უკავშირდება. სიუჟეტში განხილულია ჟურნალის სხვადასხვა წლების ყოველწლიური, საახალწლო გამოცემები. მაგალითად, გამოცემაში- “მსოფლიო 2019 წელს”, სხვა სიმბოლოებთან ერთად აპოკალიფსის მხედრები გვირგვინებით იყვნენ გამოსახული, რაც რუსეთის პირველი არხის თანახმად, კორონავირუსის პროგნოზირებასთანაა კავშირში. სიუჟეტში, ფინანსისტი ვიქტორ სკოროხოდოვის განმარტებით, კორონავირუსის პროგნოზს უკავშირდება 2019 წლის ბოლოს გამოცემული ნომერიც – “მსოფლიო 2020 წელს”, რომელსაც სნელენის ცხრილის დიზაინი აქვს. მისი თქმით, ამ დიზაინით ადამიანებს ჯანმრთელობის შემოწმებისკენ მოუწოდებენ. სკოროხოდოვის კომენტარები მისივე იუთუბ-არხიდან არის აღებული. 

The Еconomist, მსოფლიო 2019 და 2020 წელს

გარდა კორონა ვირუსისა, გადაცემის თანახმად, The Economist-მა  რუსეთ-უკრაინის ომზეც წინასწარ მიგვანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის გარეკანზე – “მსოფლიო 2022 წელს”, პუტინი, ზელენსკი და ომთან დაკავშირებული არცერთი სიმბოლო არ იყო გამოსახული, ფაქტი, რომ  2022 წელი წითელ ფერშია დახატული, რუსეთის პირველის არხის მტკიცებით, ომის მინიშნებაა, რადგან წითელი სისხლის, ომის, აგრესიის ფერია. გარეკანზე წრე რვა სექტორადაა დაყოფილი. ყველა სიმბოლო კი სამიზნის შიგნით მდებარეობს, რაც ჟურნალისტის განმარტებით, იარაღის გამოყენებაზე მიუთითებს. ასევე, ყურადღება მახვილდება გარეკანის ცენტრში დაწერილ სამი თარიღის – 2021, 2022, 2023-ის  ჯამზე, რომელიც 6066-ია.

ომის თემას ეხმიანება ნომერი – “მსოფლიო 2023 წელს”, რომელსაც შავი ფონი აქვს, რაც სიუჟეტში გამოყენებული ექსპერტის – გენადი მედეცკის განმარტებით, ბლექაუთს (ელექტროენერგიის საყოველთაო გათიშვა) ნიშნავს და ადამიანების მიერ მოწყობილ აპოკალიფსზე მიუთითებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინის ფოტო, რომელიც ცენტრშია მოქცეული, მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ 2023 წელს მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე მთავარი ფიგურა ის იქნება. 

The Economist, მსოფლიო 2022 და 2023 წელს

ასევე, გადაცემაში, The Economist-ის საშობაო ნომრის გარეკანიც ინტერპრეტირებულია, როგორც ე.წ. მასონური ნაძვის ხე, რომელიც ტრადიციული ვარსკვლავის ნაცვლად, ატომით შეამკეს. 

“The Economist”- ის საშობაო ნომერი

რა თემებს ეხება The Economist-ის ყოველწლიური გამოცემები?

The Economist  ყოველწლიურად მიმდინარე და მოსალოდნელ მნიშვნელოვან თემებზე აკეთებს პროგნოზს და შესაბამისად, ჟურნალის გარეკანიც ამ თემებზე დაყრდნოთ იქმნება. გამოცემაში – “მსოფლიო 2019 წელს”, 12 საკითხზე იყო ყურადღება გამახვილებული, თუმცა, მათ შორის კორონა ვირუსის პროგნოზირება არ ყოფილა. გამოცემის რედაქტორის – დენიელ ფრანკლინის თანახმად, ჟურნალი ეხებოდა არჩევნებს მსოფლიოს ფაქტობრივად მესამედში – აშშ, ინდოეთი, ინდონეზია, ნიგერია და მთელი ევროკავშირი; ბრექსიტის თემას. ასევე, ყურადღება გამახვილებული იყო ტექნოლოგიურ განვითარებებზე, ეკონომიკაზე. რაც შეეხება გამოცემას – მსოფლიო 2020 წელს, პროგნოზი უკავშირდებოდა ეკონომიკის მოსალოდნელ რეცესიას აშშ-ში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატ 2020-ს, ახალ მისიას მარსზე.

The Economist -ის გამოცემის – “მსოფლიო 2022 წელს” გარეკანი კი უკავშირდებოდა ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესს,  ჰიბრიდული მუშაობის ფორმატის დამკვიდრებას, მეტავერსის განვითარებას, აფრიკული მოდის ბუმს, კოსმოსურ რბოლას, თუმცა რუსეთის პირველი არხის მტკიცება, თითქოს The Economist-მა რუსეთ-უკრაინის ომზე გააკეთა მინიშნება, არავითარ ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. The Economist–ის უახლესი ყოველწლიური გამოცემის – “მსოფლიო 2023 წელს” განხილვისას, ტომ სტენდიჯმა, ეკონომისტის რედაქტორის მოადგილემ, კითხვაზე, გამართლდა თუ არა გამოცემის 2022 წლის პროგნოზი, აღნიშნა, რომ დაპირისპირებას ავტოკრატიულ და დემოკრატიულ რეჟიმებს შორის ვარაუდობდნენ, თუმცა პროგნოზი უშუალოდ ომზე უკრიანაში ნამდვილად არ გაუკეთებიათ. 2023 წლის პროგნოზში კი ყურადღება გამახვილებულია უკრაინის ომის გლობალური შედეგებზე, ჩინეთის პოსტ-პანდემიურ პოლიტიკაზე, ინფლაციის კონტროლზე. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო:https://mythdetector.ge

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати