USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
რუსეთის პატრიარქი კირილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში ღმერთის სახელი იყოს მოხსენიებული
Date:  1850

რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კამპანიის ფარგლებში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მორწმუნეებს მიმართა, რომ "ილოცონ და იმუშაონ" იმისთვის, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში შესაძლებელი გახდეს ღმერთის ხსენება. მისი თქმით, რუსების "უმრავლესობას" სწამთ ღმერთი, იმისდა მიუხედავად ისინი ქრისტიანები არიან, მაჰმადიანები თუ სხვა სარწმუნოების მიმდევრები.

მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წირვის დროს, პატრიარქმა გაიხსენა, რომ უფლის სახელი მოხსენიებული არის რუსეთის ჰიმნში ("ღვთის მიერ დაცული მშობლიური მიწა“). "რატომ არ შეიძლება ითქვას ამის შესახებ ჩვენს კონსტიტუციაში?" - ჰკითხა მან მრევლს.

კირილემ დასძინა, რომ ღმერთისადმი რწმენა გავლენას ახდენს ზნეობის ფორმირებაზე, ამიტომ ის ასახული უნდა იყოს ძირითადი კანონში.

პატრიარქ კირილის ამ განცხადების შემდეგ, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შეადგინეს თავიანთი სია იმ შესწორებებისა, რომლების დამატება მათი აზრით შესაძლებელი იყო კონსტიტუციაში.

მაგალითად, „მივესალმებით უცხოპლანეტელებს“, „გახეხილი ვაშლი“, კეიტ ბლანშეტი, დაფნის ფოთოლი, სმოლენკის ოლქში თოვლის აღების ვალდებულება და სხვ.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way