USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
რუსეთის მორიგი მზაკვრული გეგმა- იგეგმება თუ არა ყარაბაღიდან დევნილი სომეხი მოსახლეობის აფხაზეთში ჩასახლება?!
дата:  3473

მთიანი ყარაბახის ომის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება ყარაბახში დასახლებულ სომეხ სეპარატისტებს ავალდებულებს, სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია და უკანონოდ მითვისებული ქონება მკვიდრ აზერბაიჯანელებს დაუტოვონ.  

ამგვარი ვითარების შექმნიდან ცოტა ხანში სოციალურ ქსელებში სოხუმის მაცხოვრებლების სტატუსები ჩნდება, სადაც ისინი ყვებიან, რომ აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში ყარაბახიდან გამოდევნილი სომხების მასობრივი ჩასახლება მიმდინარეობს.მათი თქმით აფხაზეთში უკვე 4 ათასამდე სომეხია გადაყვანილი.   აღნიშნული ინფორმაცია არაერთგზის დასტურდება, მათ შორის თურქეთში აფხაზეთის საძმოსა და საინფორმაციო პორტალების(Day.az, Smi6.ru) მიერ.

დამატებით საინტერესო ცნობები ვრცელდება ვებ გვერდზე https://kavkazplus.com/.  მათი ინფორმაციით,  რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სომხების აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩასახლების პროცესი მაქსიმალურად „კანონიერად“ წარიმართოს, რათა სამომავლოდ მათ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთებისა და ქონების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს. 

ფორმალურად ამ პროცესებს სათავეში ქართველების მიმართ განსაკუთრებული "სიყვარულით" აღვსილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (ქალანთაროვი) ჩაუყენეს. როგორც ჩანს, იგი იმდენად დაინტერესებულია აფხაზეთის „გასომხების “ წარმატებით დასრულებით, რომ არა მხოლოდ ქართველების, არამედ რუსი მოქალაქეების ქონებრივი უფლებების ხელყოფასაც არ ერიდება.  არაფორმალურად, ლავროვის პარტნიორი აფხაზეთში სომხური დიასპორის წევრი და ავტორიტეტი  რუბენ ტატულიანი -მეტსახელად რობსონია.  უნდა აღინიშნოს, რომ ტატულიანი დიდი ხანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია.  მის შესახებ სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების მანძილზე უამრავი პოსტი იწერება, სადაც ავტორები პირდაპირ ადანაშაულებენ ტატულიანს ხალხისთვის ქონების ძალადობრივად წართმევაში.

სერგეი ლავროვის პრესცენტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ქონების უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტმა ვლადიმერ სუნგორკინმა დასვა.  მის კითხვაში აქცენტი კონკრეტულად ეთნიკურად რუსული წარმომავლობის მქონე პირებზე იყო, თუმცა ლავროვის პრეს-მდივანმა განმარტა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქის უფლებების დაცვა და უახლოეს მომავალში მსგავსი პრობლემები აუცილებლად აღმოიფხვრება. რა თქმა უნდა, აღმოფხვრის კონკრეტული გზების შესახებ მას არ უსაუბრია.

კავკაზპლიუსზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ლავროვის ასეთი მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიერ კარგად დაგეგმილი კიდევ ერთი ნაბიჯია. აფხაზეთის „გასომხებით“ ისინი საბოლოოდ აღკვეთავენ აფხაზ სეპარატისტებს და ამას სომხების ხელით გააკეთებენ. იმ ერის, რომლის წინააღმდეგაც უამრავი ბერკეტი აქვთ.

რაც შეეხება ქართული წარმომავლობის მქონე რუს მოქალაქეებს, მათი მისამართით განცხადება აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ გააკეთა: „ განურჩევლად  ეთნიკური წარმომავლობისა, მათ შორის ქართული წარმომავლობის მქონე პირების მიმართ სრულიად თანაბარი ღონისძიებები გატარდება.  ისინი აუცილებლად უზრუნველყოფილნი იქნებიან სახლებითა და ბინებით. გამონაკლისები იქნებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც დაუფარავად იბრძოდნენ ან იბრძვიან ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“.

ცხადია, რომ თუ კი ქართული ეთნოსის რომელიმე წარმომადგენელი ზედმეტ პრეტენზიებს წამოაყენებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში უმალ მოიძიებენ მოწმეებს, რომლებიც სიამოვნებით დაადასტურებენ, რომ აღნიშნული პიროვნება თავისი ქმედებებით აფხაზეთის სუვერენიტეტს უქმნიდა საფრთხეს. ამის შემდგომ კი მას უკვე საბოლოოდ ჩამოერთმევა ქონებრივი უფლებები.

 მასალა მომზადებულია https://kavkazplus.com/, https://www.day.az/ და https://smi6.ru/ -ზე დაყრდნობით

общество
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати