USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1,550 კომპანია და 25,600 ინდმეწარმე დაარეგისტრირეს
თარიღი:  612

საქართველოში დროებით თუ შედარებით ხანგრძლივად შემოსულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1,550 კომპანია დააფუძნეს. გაცილებით უფრო დიდია რუსეთის მოქალაქეების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ოდენობა, რაც 25,689-ს შეადგენს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაფუძნებული კომპანიების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა.

ინდმეწარმის სტატუსის აღების მასშტაბური მაჩვენებელი სავარაუდოდ ამ სტატუსის საგადასახადო შეღავათებთან არის დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ საქართველოში მცირე მეწარმის სტატუსის მფლობელებს შეუძლიათ წლის განმავლობაში მიღებულ 100,000 ლარამდე შემოსავალზე მხოლოდ 1%-იანი გადასახადი გადაიხადონ.

ამ სტატუსს ქვეყანაში ფლობენ როგორც ბიზნეს აქტივობით დაკავებული პირები, ასევე დასაქმებულებიც, რომლებიც კონკრეტული კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებული. მაგალითად, პროგრამისტი დასაქმებულის ნაცვლად რეგისტრირდება ინდ. მეწარმედ და მას დამსაქმებელი სერვისის მიწოდების კონტრაქტს უფორმებს. ამ დროს პირი 20%-ის საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, ბრუნვის 1%-იან გადასახადს იხდის. შესაბამისად, ინდ მეწარმის სტატუსი საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ნაწილისთვის რელოკაციის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის