USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
რუსეთის მოქალაქეებმა Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს. ორმხრივი ბილეთის ღირებულება 60 ათასი რუბლიდან იწყება
Date:  893

მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია განაახლა, რუსეთის მოქალაქეები ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარს ამბობენ. 

რუსული მედიის ცნობით, რუსები უჩივიან „გაბერილ ფასებს“, რომელიც ქართულმა გადამზიდავმა Georgian Airways-მა დააწესა.

ახლა რუსებისთვის საქართველოში ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 60 ათასი რუბლიდან იწყება.

თვითმფრინავები არ ივსება, რადგან ტურისტები თბილისში სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მანქანით მგზავრობას ამჯობინებენ.

„დიახ, ბილეთები საქართველოს მიმართულებით უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთის! მართლაც, დელიში ფრენა უფრო ეკონომიურია, საქართველოში კი გიჟური ფასებია" , - ამბობს რუსეთის მოქალაქე.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და ტაილანდის ბილეთებიც კი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში საჰაერო მგზავრობა.

https://www.unian.net

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way