USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
რუსეთის მძიმე მდგომარეობის შეჯამება უკრაინაში [01.07.2025] - გიორგი კობერიძე
თარიღი:  774
ის რაც რუსეთის არმიას უკრაინის სუმის ოლქში ბოლო დღეებია დაემართა ომის პირველ კვირებს თუ შეედრება. სამხედრო კამპანიის თვალსაზრისით ივლისი გამორჩეულად აქტიური თვეა, მაგრამ ინიციატივა რუსების ნაცვლად უკრაინელთა ხელშია გადასული. აპრილის თვეში დაწყებული, მაისის თვეში სწრაფად განვითარებული რუსული იერიშები ივნისის ბოლოს ხორცსაკეპად გადაიქცა. სწორედ ამ ტერმინით შეფასდა რუსეთის მდგომარეობა ბრიტანელების მხრიდან სამხედრო მიმოხილვისას.
რუსებმა სამთვიანი შეტევის შემდეგ სუმის ოლქში მაქსიმუმ 13 კილომეტრით შეიწიეს სიღრმეში. თუმცა დანაკარგები მათ რიგებში დაახლოებით 60%-ნია, ზოგჯერ 92%-საც კი აღწევს, რაც კატასტროფული შედეგია.
რუსულმა არმიამ სოფელ იუნაივკამდე მიაღწია, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის საპირისპიროდ უკრაინელებმა ანდრიივკა გაათავისუფლეს და ახლა რამდენიმე დასახლების დაბრუნებას ცდილობენ.
გამორჩეულად გაიზარდა დეზერტირობის მაჩვენებელი რუსულ არმიაში. სასიკვდილო ამოცანაზე წასვლის თავის არიდება ცოცხლად დამარხვით, ბაწარზე გამობმევითა და თრევით ან დახვრეტით მთავრდება. ამას კი თავად იღებენ და აშუქებენ ხოლმე, სხვების დასაშინებლად.
დაღუპულთა რიცხვი მზარდია ჩრდილოეთ კორულ დანაყოფებშიც, რომელთა საჯარო დატირებაც კიმ ჩენ ინიმ გუშინ განახორციელა. დანაკარგები მათ რიგებში ყველაზე კონსერვატიული შეფასებით 6000-ია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსებმა სუმის ოლქზე შეტევა კურსკის ოლქის დაბრუნების შემდეგ წამოიწყეს. მაგრამ ახლა სიტუაცია არც აქ აქვთ სახარბიელო. უკრაინელებმა ისევ გადაკვეთეს რამდენიმე მიმართულებაზე რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და პერიფერიებში თავდასხმები განაახლეს.
უკრაინული არტილერია და დრონები სუმის ოლქში შემოსულ რუსულ მომარაგების ხაზებსა და ცენტრაულ შტაბებს ურტყამს. ბოლო 72 საათი ამ მხრივ გამორჩეულად აქტიურობენ უკრაინელები. მათი მხრიდან საჰაერო იერიშები მიმდინარეობს კურსკის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებზე. დაიბომბა ოკუპირებული დონეცკიცა და ლუგანსკიც. დონეცკის ოლქში ქალაქი იასინუვატას სამრეწველო ცენტრი განადგურდა. უკრაინელები იერიშისას როგორც თავისი წარმოების დრონებს უშვებენ, ასევე ბრიტანულ Storm Shadow-ებს. მოწინააღმდეგის ზურგში დარტყმები არამხოლოდ არსებული შეტევების შენელებაზეა გათვლილი, არამედ პოტენციური კონტრშეტევის წინაპირობაც შეიძლება გახდეს.
სუმის ოლქზე განხორციელებული იერიში იყო თუ არა რუსების ზაფხულის ერთადერთი შეტევა ამას რამდენიმე კვირაში ვიხილავთ, მაგრამ კრემლის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები ამ შეტევასთან დაკავშირებით, მაღალი იმედების ქონაზე ნამდვილად მიანიშნებდა. ომის ერთ-ერთი უმთავრესი ფილოსოფოსი სუნ ძი ამბობს - როდესაც ომს პოლიტიკოსები მართავენ ის განწირულია დაღუპვისათვისო.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის