USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
რუსეთის ხელისუფლებამ ნება დართო მოქალაქეებს გამოიყენონ არაყი კორონავირუსის წინააღმდგე
Date:  1754

რუსეთის ხელისუფლებამ ნება დართო მოქალაქეებს გამოიყენონ არაყი  სახლში და სამსახურში, მხოლოდ ზედაპირების დასამუშავებლად კოროვირუსული პანდემიის დროს.

ამის შესახებ განაცხადა მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთავარმა ექიმმა ინფექციონისტმა ილია აკინფივმა-  იუწყება РИА Новости.

აკინფევის თქმით, ანტისეპტიკი შეიძლება შეიცვალოს არაყით, თუმცა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზედაპირული დამუშავების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს, რადგან სპეციალური ანტისეპტიკები შეიცავს 60 პროცენტიან ალკოჰოლს და ხოლო არაყი 40 პროცენტს.

აქვე ექიმმა დასძინა, რომ თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია შეიძინონ ანტისეპტიკური საშუალება ზედაპირებისთვის, თუმცა ის გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე კანის. მისი თქმით, ასეთ ანტისეპტიკას შეუძლია სხეულზე დამწვრობები დატოვოს, ასე რომ მოქალაქეებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან ინსტრუქცია.

მანამდე, ჯანდაცვის სამინისტროს დამოუკიდებელმა ნარკოლოგმა ევგენი ბრაუნმა განაცხადა, რომ არაყის დალევა არ დაეხმარება მოქალაქეებს თავი დაიცვან კორონავირუსისგან, და რომ ალკოჰოლის მიღებას მხოლოდ შეუძლია გაახანგრძლიოს მკურნალობის პროცესი.

არაყი არ კურნავს ყველა დაავადებას, რადგან სპირტი მალე ქრება და არ ახდენს ხანგრძლივ პროფილაქტიკურ ეფექტს. გარდა ამისა პროფილაქტიკისათვის არ არის საჭირო ალკოჰოლის ისეთი დოზის მიღება, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისათვის - განაცხადა ევგენი ბრაუნმა.

 2 აპრილს, რუსეთის შვიდივე რეგიონში აკრძალეს ან შეზღუდეს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში.

 წყარო:https://lenta.ru

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way