USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
რუსეთის დუმის შეფასებით, საქართველო რუსული მედიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნაა
дата:  804

რუსეთის დუმის კომისიის თავმჯდომარე დუმას უცხოური მედიის წინააღმდეგ კანონპროექტს სთავაზობს.

რუსეთის დუმის რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის გამოძიების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვი დარწმუნებულია, რომ რუსული მედიის დისკრიმინაციისთვის სარკისებული ზომების შესახებ კანონპროექტი გახდება პასუხი რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრულ ქმედებებზე. ამის შესახებ dumatv-ი იუწყება.

მისივე თქმით, უკანასკნელი ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ გაცილებით აგრესიულად რუსეთის მედიის წინააღმდეგ იქცევიან ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი. მათ შორის, კი ლიდერები არიან ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი.

პისკარიოვის თქმით, კანონპროექტი სარკისებური ზომების შესახებ, რუსულ მედიის დისკრიმინაციაზე, იქნება ადეკვატური პასუხი რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარი ეხება უარს აკრედიტაციაზე ოფიციალური ღონისძიებების დროს და დაბრკოლების შექმნას საბანკო მომსახურებისას, ასევე მაუწყებლობის შეწყვეტას, საზღვარზე დაკავებას და მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დაკავებას და დაპატიმრებას.

„ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზომები, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ მოხდეს უცხოური მედიის ლიცენზიისა და რეგისტრაციის გაწვევა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაავრცელებენ მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციას, ეს ადეკვატური და მკაცრი პასუხია, მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და ცივილურად გამოიყურება, ვიდრე ის საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს“ , - განაცხადა პისკარიოვმა.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати