USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს კოროანვირუსი დაუდასტურდა
дата:  658

რუსეთის დუმაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსით დაავადდა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

„ჯერჯერობით თავს ნორმალურად ვგრძნობ, ასე მრომ მკურნალობენ. საავადმყოფოში ვწევარ“- აცხადებს კალაშნიკოვი. მისი თქმით, კორონავირუსის ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დაავადების იდენტიფიკაცია კომპიუტერული ტომოგრაფიით მოხდა- „ტესტებით ვირუსი არ დადასტურდა. მე თვითონ წავედი კომპიუტერული ტომოგრაფიის გასაკეთბლად, სადაც ყველაფერი მაშინვე გაირკვა“.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი მძღოლისგან დაინფიცირდა, რომელიც გასულ კვირას გახდა ავად - „ ჩემი მძღოლი უკვე ერთი კვირის წინ დააწვინეს, მე კი ორშაბათს აღმომაჩნდა კოვიდ 19-ის ინფექცია“.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати