USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
რუსეთის ბრიანსკში მომხდარ შეტაკებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა აიღო
Date:  304

ჯგუფმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი წარწერით: "სწორედ ახლა ყველა ინტერნეტ-რესურსში დაინახავთ სიახლეს "უკრაინელი დივერსანტული-სადაზვერვო ჯგუფის" შესახებ, რომელმაც აიყვანეს მძევლები, დახოცეს ბავშვები, მაგრამ ჩქარა წავიდნენ. ეს ყველაფერი კრემლის პროპაგანდისტების ტყუილია. რუსული მოხალისეთა კორპუსი ბრიანსკის ოლქში მივიდა, რათა თანამემამულეებს აჩვენოს, რომ იმედი არსებობს, რომ თავისუფალ რუს ხალხს, იარაღით ხელში, რეჟიმთან ბრძოლა შეუძლია". 

ჩანაწერში შეიარაღებული პირები უარყოფენ რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო მანქანას, რის შედეგადაც ერთი პირი დაიჭრა, 10 წლის ბავშვი კი დაიღუპა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს ორი შეიარაღებული პირი, რომელთაც საკუთარი ჯგუფის დროშა უჭირავთ და ამბობენ: "ნება აღსრულდა, მეგობრებო. რუსული მოხალისეთა კორპუსი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე გადავიდა, მტკიცებულება პირდაპირ ჩემს ზურგსუკანაა. ჩვენ არ ვებრძვით სამოქალაქო პირებს, არ ვხოცავთ შეუიარაღებლებს. ეს გაითვალისწინეთ. დროა რუსეთის ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა გაიგონ, რომ მონები არ არიან. იბრძოლეთ".

 

 

რუსული მოხალისეთა კორპუსი 2022 წელის აგვისტოში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის.

ბრიანსკში დივერსანტების შეღწევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავდაპირველად რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა, გაავრცელა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ ჯგუფი შევიდა ორ სოფელში და მიმდინარეობდა ბრძოლა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ დივერსანტები თავს დაესხნენ სოფლებს: ლიუბჩანესა და სუშანს რომელთა შორის 15 კმ. დაშორებაა. მათი წყაროს თქმით, საუბარი იყო რამდენიმე ათეულ ადამიანზე. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შემთხვევას ტერაქტი უწოდა.

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way