USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
რუსეთის არმიის ყველა შენაერთმა ნოვაია კახოვკა დატოვა
Date:  697

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის არმიის ყველა დანაყოფმა დატოვა ხერსონის რეგიონის ქალაქი ნოვაია კახოვკა. ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის მხარე.

"2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით, დამპყრობელთა არმიის ყველა შენაერთმა, რომელიც ხერსონის რეგიონში, ნოვაია კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა გამორჩენის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის შენობებში ჩატარებული „შემოვლა“. ოკუპანტებმა სამოქალაქო მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ცნობაში.
ქალაქ ნოვაია კახოვკაზე რუსეთის არმიამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში დაამყარა კონტროლი.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდგე ამჟამად ახორციელებს თავდაცვით მოქმედებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way