USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
რუსეთი ოლქში 4 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს და „ბუფერული ზონის“ შექმნის მცდელობებს აგრძელებს
Date:  1618

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქის იუნაკოვსკის თემის ნოვენკოესა და ბასოვკას, ასევე ხოტინის თემის ვესელოვკასა და ჟურავკას დასახლებული პუნქტები რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშაა.

„სუმის ოლქის ტერიტორიაზე მტრის კონტროლის ქვეშ იმყოფება იუნაკივსკის თემის ნოვენკოეს, ბასოვკას და ხოტინის თემის ვესელოვკასა და ჟურავკას დასახლებები. ამ სოფლების მაცხოვრებლები დიდი ხნის წინ არიან ევაკუირებულნი, იქ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს წინსვლის მცდელობებს ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნის მიზნით.

„ბრძოლები გრძელდება სოფელ ვოდოლაგას მიმდებარე ტერიტორიაზე, ვლადიმიროვკას, ბელოვოდის, კონსტანტინოვკასა და კონდრატოვკას მახლობლად ხოტინის თემში, ასევე ლოკნიას მიმდებარე ტერიტორიაზე იუნაკივის თემში“, - აღნიშნა გრიგოროვმა.

მისი თქმით, უკრაინელები მტრის თავდასხმებს იგერიებენ და მათ სუმის ოლქის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევენ.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way