USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომას ითხოვს
Date:  696

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს ეხმაურება.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, ქართული მხარის ბრალდება კრემლისტურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ლუგარის ცენტრის ბაზაზე მიმდინარე სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობებისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება.

მოსკოვი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, რუსმა პროფილურმა ექსპერტებმა მოინახულონ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების ფარგლებში, თუმცა ამბობს, რომ კონვენციის ფარგლებში “არბიტრაჟის” განხორციელების ერთადერთი ინსტრუმენტია წევრი სახელმწიფოების ვალდებულება, ითანამშრომლონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის შესრულებას შეეხება.

“რუსი ექპერტების მიერ ბიოობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ ლაბორატორიის ყველა (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ) კორპუსში და ნებისმიერ დოკუმენტზე დაშვების გარანტიის შემთხვევაში. სწორედ ასეთი ფორმატი უზრუნველყოფდა რეალური შემოწმებას. არ ვაპირებთ მონაწილეობას პიარ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვართან ახლოს წარმოებული საქმიანობის რეალური მიმართულებების დაფარვას. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის, ასევე, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე”, – აცხადებს რუსეთსი საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, 2008 წლის 14-15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების ჯგუფის მიერ ლაბორატორიის მონახულებას არ აქვს კავშირი ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის შესრულებასთან და არ ყოფილა გაცემული პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ ფინანსედა საქართველო ჯანდაცვის სისტემაში არსებული ლაბორატორია ამერიკელი სამხედროების მიერ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ.

მიმდინარე წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის ნაკლებობით ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად.

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way