USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
რუსეთი "კოლექტიურ დასავლეთს", მისი კუთვნილი უძრავი ქონებისა და აქტივების ჩამორთმევის საპასუხოდ, ადეკვატური პასუხით ემუქრება
თარიღი:  

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის საკუთრებისკენ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომები უკანონოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასავლეთის ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრებისკენ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონობაზე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ქვეყნების ნებისმიერ მცდელობას, განახორციელონ რუსეთის კუთვნილი უძრავი ქონებისა და აქტივების კონფისკაცია.

„კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის უძრავი ქონების, ისევე როგორც სხვა აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს“, - აცხადებენ უწყებაში.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის