USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
რუსეთი აფხაზეთის საბოლოო ანექსიისთვის ემზადება?!
дата:  1337

დღეს, 24 ნოემბერს ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისას იქნა ხელმოწერილი.

ეს არის  პროგრამა, რომელიც რუსეთს და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებისთვის არის შემუშავებული. პროგრამა რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს - ეს არის ორმაგი მოქალაქეობა, სამართლებრივი აქტები, რომლებიც არეგულირებენ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მოზიდვას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და ა.შ.

ფაქტიურად ამ პროგრამით რუსეთის ფედერაცია ღიად ამზადებს ნიადაგს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის და ე.წ. აფხაზეთის როგორც ერთ-ერთი სუბიექტის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანისათვის, როგორც ეს ერთხელ უკვე მან განახორციელა ყირიმის შემთხვევაში.

დოკუმენტი მოიცავს 45 პუნქტს, რომელთა შესრულება უნდა მოხდეს უახლოესი 3 წლის განმავლობაში. ეს პროგრამა წარმოადგენს რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წლის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას.

2021 წლამდე აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაონ და ხელი მოაწერონ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ.

პროგრამა ითვალისწინებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ქვეყნების მთავრობებს შორის ხელშეკრულების შემუშავებასა და ხელმოწერას.

დოკუმენტი ასევე ეხება ენერგეტიკის სფეროსაც. 2021 წლის ივნისის ჩათვლით,  ე.წ აფხაზეთის მთავრობამ, რუსეთის ენერგეტიკის, ეკონომიკური განვითარების  და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად, უნდა შეიმუშაონ და მიიღონ ერთიანი ნორმატიული აქტები რუსეთის ელექტრომომარაგების კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვის, ინფრასრუქტურის განვითარების და მოდერნიზაციის და აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა, რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურთან ერთად, 2023 წლამდე უნდა მოამზადოს და ხელი მოაწეროს ორმხრივ აქტს საბაჟო რეგულირების სფეროში, კერძოდ:

  • ხელშეკრულება ელექტროგადამცემი ხაზებით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო კონტროლის შესახებ
  • შეთანხმება თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, ფიზიკური პირების მიერ გადაუხდელი საბაჟო გადასახადებისა აკრეფის სფეროში
  • შეთანხმება საბაჟო ორგანოების თანამშრომლების შრომითი სტაჟის და ნამსახურები წლების შესახებ.

2021-2023 წლებისთვის ასევე უნდა შემუშავდეს და მიღებულ იქნეს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი ფინანსური იჯარის შესახებ. ამავე პერიოდში უნდა იქნას მიღებული რესპუბლიკის კანონი საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ.

სოციალური შრომის სამინისტრომრუს კოლეგებთან ერთად, 2021 წელს უნდა შეიმუშაოს და ხელი მოაწეროს მემორანდუმს და გრაფიკს აფხაზეთში საწარმოო უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სავალდებულო სოციალური დაზღვევის სისტემის ფორმირების შესახებ.

ორ ქვეყანას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა წარმოადგენს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულების ლოგიკურ გაგრძელებას.

პროგრამა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები, ეწ.  აფხაზეთის რესპუბლიკის მონაწილეობის იმ ინტეგრაციის პროცესებში, რომლებიც ხორციელდება რუსეთის ინიციატივით და დახმარებით - ნათქვამია ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

სამწუხაროდ, დღეს დილით გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტზე,  საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.

Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати