USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
რუსეთი 20 ჩეხ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
дата:  882

რუსეთი 20 ჩეხ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატებმა რუსეთი 1 დღეში უნდა დატოვონ.

მანამდე, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურების მტკიცებით, აღნიშნული პირები სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები იყვნენ და 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდნენ. ჩეხეთმა რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის გადაწყვეტილებას "უპრეცედენტო" და "მტრული ქმედება" უწოდა და განაცხადა, რომ ჩეხეთის ხელისუფლებას სურდა “ბოლო დროს დაწესებული სანქციების ფონზე შეერთებული შტატებისთვის ესიამოვნებინა.“

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати