USD 2.6974
EUR 3.1398
RUB 3.3468
Тбилиси
რუსეთი 1 ივლისამდე აჩერებს მარცვლეული კულტურების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, ვინც არ შედიან ევრაზიურ ეკონომიკურ კავშირში
дата:  815

1 ივლისამდე, რუსეთი აჩერებს ხორბლის, წიწიბურის, ჭვავის, ქერის და სიმინდის ექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

”კვოტის ფარგლებში გამოცხადებული ყველა მარცვლეულის ექსპორტის შემდეგ, ხორბლის, მესლინის, ჭვავის, ქერის და სიმინდის ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრები, შეჩერდება 2020 წლის 1 ივლისამდე,” - აცხადებენ სამინისტროში.

აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის საბაჟომ შეაჩერა ახალი დეკლარაციების გაცემა საექსპორტო მიზნით.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის ქვეყნებში  დაიწყო მთელი რიგი პროდუქტების, მათ შორის წიწიბურის, ჭვავის და ბრინჯის ექსპორტის აკრძალვა.

წყარო:https://russian.rt.com/

Тбилиси
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ტაბახმელაში, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი და შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა. ასევე, მოეწყო სხვადასხვა სახის ტრენაჟორი.
დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და გამგეობის ბიუჯეტიდან 183 000 ლარი გამოიყო.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати