USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
რუსეთი ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელ რეშტ – ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეანიმაციას აანონსებს
Date:  1063

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის აუცილებელი წინა საპროექტო კვლევების დაწყება დაანონსა.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადებას, ბოლო 20 წელია მუდმივად აკეთებს, მიუხედავად ამისა მშენებლობა ჯერ კიდევ „მკვდარი წერტილიდან“ არ დაძრულა.

რუსეთის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსური სახსრებით, 20 წლის განმავლობაში შეჩერებული, ფინანსურად ტევადი პროექტის ხელახალი რეამინირების შესახებ, უდაოდ სანქციების გაფართოების ტალღას უკავშირდება.

აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის შესახებ ცნობილია, რომ იგი დააკავშირებს „ჩრდილოეთ – სამხრეთ“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთ განშტოებით ირანს აზერბაიჯანთან და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის უწყვეტ სარკინიგზო კავშირს.

ამჟამად ამ მიმართულებით გადაზიდვები ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება, რაც არ იძლევა ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობას.

სადღეისოდსარკინიგზო ტრანსპორტით, ირანისკენ ტვირთების  მიწოდება, შემოვლით ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით აღმოსავლეთ განშტოებით ხორციელდება, აღნიშნული მარშრუტი რუსეთის ცენტრალური და ჩრდილო – დასავლეთ რეგიონებიდან ტვირთების ტრანსპორტირების დროის და ხარჯების ზრდას იწვევს.

რეშტ – ასტარას სარკინიგზო ხაზის ერთობლივ მშენებლობაზე შეთანხმებას რუსეთმა და ირანმა  ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მოაწერეს ხელი.

პროექტის დაფინანსებას ძირითადად რუსეთი უზრუნველყოფს, რუსეთის ფედერაციის მიერ გახსნილი სპეციალური საკრედიტო ხაზის საშუალებით, პროექტის მთლიანი ღირებულების 1.6 მილიარდი დოლარიდან, 1.3 მილიარდ დოლარს სესხს რუსეთი გამოყოფს.

მთლიანობაში, აუცილებელი იქნება 162 კმ სარკინიგზო მაგისატრალის გაყვანა, რომელიც მოიცავს 56 ესტაკადას, 73 სახიდე გადასასვლელს, 30 გზაგამტარს და რვა ახალი სადგურის მოწყობას.

ხელოვნური ნაგებობების სიმრავლიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სარკინიგზო მონაკვეთი მშენებლობა რთულ გეოგრაფიულ პირობებში განხორციელდება.

რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულება და მოძრაობა 2028 წელს გაიხსნება.

რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც რუსეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, იგი დასავლეთ განშტოებით ირანთან და შემდგომ ინდოეთთან უწყვეტ სარკინიგზო მოძრაობას უზრუნველყოფს.

2024 წლის ბოლოს რუსეთმა და აზერბაიჯანმა შეიმუშავეს შეთანხმების პროექტი, რომლის საფუძველზეც რუსეთი აზერბაიჯანს გარანტირებული ტვირთნაკადით უზრუნველყოფს, ხოლო აზერბაიჯანი გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავალს საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენებს.

ამრიგად, შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად, რეშტ-ასტარას მონაკვეთის ამოქმედებამდე, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთი მარშრუტი საჭირო ტვირთნაკადით იქნება უზრუნველყოფილი.

 ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება პრიორიტეტულია აზერბაიჯანისათვის, მაშ შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ირანთან ასტარის სასაზღვრო სადგურის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასრულა, სარკინიგზო მარშრუტის შესაკრავად მხოლოდ რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთია დარჩენილი.

აზერბაიჯან – ირანის დამაკავშირებელი რეშტ – ასტარის მონაკვეთის მშენებლობით, პირველ რიგში მოგებული რჩება მეზობელი აზერბაიჯანი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მასზე შუა  და ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნების გადაკვეთით გაივლის მერიდიანული და განედური მარშრუტები, რაც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს ესა თუ ის ტვირთნაკადი მისთვის სასურველ დერეფნებში გადართოს, ფაქტიურად აზერბაიჯანი შეიძენს ე.წ. ტვირთნაკადების მართვის „ონკანის“  მოვალეობას, რითაც რეგიონში  ძირითად ლოგისტიკური ჰაბის ფუნციას შეასრულებს.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way