USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
Tbilisi
რუსეთ-უკრაინის ომის შეჯამება 12 სექტემბრის დილის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
Date:  1128
- საინტერესო სიტუაციაა რუსეთის კურსკის ოლქში - ერთის მხრივ რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინელთა კონტროლქვეშ არსებული დასახლება სნაგოსტისაკენ გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რათა მდინარე სეიმის სამხრეთით, გლუშკოვოს რაიონში ჩარჩენილი რუსული ნაწილები დაიხსნან ფაქტობრივი ოპერატიული ალყისაგან, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინელები გადავიდნენ შეტევაზე ამავე რუსული ნაწილების გასანადგურებლად, ამავე გლუშკოვოს რაიონში.
რუსებმა დიდი ძალებით კორენევოდან დაიწყეს იერიში. ეს ის რაიონული ცენტრია, რომლის აღებაც უკრაინელებმა ვერ შეძლეს, მაგრამ სამი მხრიდან ჰყავდათ რკალისებურად გარემოცული. ახლა რუსების კონტრიერიში ერთის მხრივ კორენევოს დებლოკირებას და მეორეს მხრივ გლუშკოვოში მყოფი ნაწილების დახსნას ემსახურება. შეტაკებები დასახლება სნაგოსტში მიმდინარეობს.
უკრაინელთა იერიშს რაც შეეხება, ისინი მდინარე სეიმის სამხრეთით არსებულ რკინიგზის ქსელს მიუყვებიან. თუკი რუსებმა მდინარე სეიმის სამხრეთით ჩარჩენილი რუსების დებლოკირება ვერ შეძლეს საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. სამხედრო ხიდები - პონტონები - აქტიურ მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს იმ ფონზე, რომ მათი გადებიდან რამდენიმე საათში პონტონებს ბომბავენ ხოლმე უკრაინელები.
გამოდის რომ ამ მიმართულებაზე ორივე მხარეს აქვს სამხედრო ინიციატივა და ერთგვარი მოსწრებაცაა - რუსები შეძლებენ დებლოკირებას თუ უკრაინელები გლუშკოვოში ჩარჩენილი ნაწილების "მოგუდვას". არც ისაა გამორიცხული, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწიოს მიზანს.
რაოდენობრივად რუსებს უკრაინელებთან შედარებით ბევრად დიდი ძალები ჰყავთ მობილიზებული. მიუხედავად ამისა უკრაინელთა კონტროლქვეშ არსებული დასახლება სნაგოსტის აღება ჯერაც ვერ შეძლეს მათ. ცოცხალი ძალის შეფარდება რუსების სასარგებლოდ 1/4-ზეა. უკრაინელები ცდილობენ რუსეთს ამ 30 ათასზე მეტი სამხედროს გადმოსროლა მაქსიმალურად დიდი ფასად დაუსვან. მათი ნაწილი რუსეთის კალინინგრადის და სხვა ოლქების ელიტური დანაყოფები არიან. კურსკის ოლქში მათი დაკავება ან განადგურება უკრაინელთათვის სასურველი შედეგის მიღწევა იქნება.
- გუშინ უკრაინელებმა მოსკოვის შემოგარენი დაბომბეს. დრონებით იერიში იქნა მიტანილი ჟუკოვის აეროპორტზე. აფეთქება ასაფრენ ბილიკსა და ანგრების სიახლოვეს მოხდა. ამის გამო მოსკოვიდან სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე ფრენა ჩაიშალა ან გადაიდო. მოსკოვის ძირითადი აეროპორტები ვნუკოვო, დომოდედოვო და შერემეტიევო და ჟუკოვია. ამ უკანასკნელში სამოქალაქო თვითმფრინავების გარდა სამხედრო და სადაზვერვო ავიაციაცაა განთავსებული.
- სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ შავ ზღვაში რუსული Su-30 მრავალფუნქციური გამანადგურებელი ჩამოვარდა/ჩამოაგდეს. ავიაციის დაკარგვა პილოტთან ერთად ყოველთვის დიდი დარტყმაა ხოლმე.
- დონეცკის ოლქში სიტუაცია უცვლელია - პოკროვსკის მიმართულებაზე რუსული იერიშის ინტენსივობამ შესამჩნევად იკლო, მაგრამ ბოლომდე შეჩერებული არ არის. რუსები მაქსიმალურად ცდილობენ ამინდების გაფუჭებამდე მოასწრონ პოკროვსკამდე მიღწევა. თუმცა მათთვის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელებმა პოკროვსკისა და მირნოჰრადის გასწვრივ, ისევე როგორც ფრონტის ხაზის სიახლოვეს ახალი სანგრები და ფორტიფიკაციები ააგეს. მათი გადალახვა კი რუსებს გაუჭირდებათ.
- უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან ჩასული. ორი ძირითადი სასაუბრო თემაა: 1. დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება; 2. ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარება. პირველ საკითხზე მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის ორ დღეში გაიმართება, ხოლო მეორე საკითხზე ირკვევა ის, რომ აშშ 325 მილიონ დოლარს გამოყოფს, რომლიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე წარიმართება. ბოლო დახმარების პაკეტის ჯამი 700 მილიონია. რუსეთი თავისი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით ძირითადად სწორედ ენერგოინფრასტრუქრუტას უმიზნებს ხოლმე. მათ გარეშე უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გარდა სამხედრო ინდუსტრიაც გაჩერდება, რომელიც ახლა იმაზე მეტად ინოვაციური და აქტიურია, ვიდრე ომამდე იყო.
- ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ ირანს, რუსეთისათვის გადაცემული ბალისტიკური სარაკეტო შეიარაღების გამო ახალი სანქციები უწესდება. ირანი რაკეტების გადაცემას უარყოფს. მაგრამ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამ ომის არაპირდაპირი მონაწილეები არიან.
- პუტინი ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. მისთვის მნიშვნელოვანია რუბლი და ჩინური იუანი ვაჭრობის უმთავრესი წყარო გახდეს, დოლარი ჩაიხსნას და მის ნავთობსა და გაზს მუდმივი მყიდველი ჰყავდეს. მაგრამ ჩინეთისათვის რუსული რესურსების მიწოდებაა მნიშვნელოვანი და არა რუსული რუბლი. რესურსები საბითუმო ფასში. პეკინი რუსეთს როგორც რესურსს ისე აღიქვამს. ამას ემატება ისიც, რომ სანამ რუსეთი ევროპის კონტინენტზე ომს აწარმოებს მისთვის ნაკლებად იცლიან. მაგრამ რუსეთს ჩინეთის გარდა დიდი ეკონომიკური ბაზარი დეფიციტური აქვს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ჩინური ძალიან პოპულარული გახდა და რომ აგერ მისმა ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა უკვე ისწავლეს ჩინური.
ჩინეთისათვის დასუსტებული რუსეთი მისაღებია, რომელიც მასზე იქნება ჩამოკიდებული. პუტინის თქმისა არ იყოს რუსეთის ციმბირი და შორეული აღმოსავლური პროვინციები მართლაც აქტიურად სწავლობენ ჩინურს. ომის დაწყების შემდეგ კი გაორმაგდა მსგავსი რამ.
tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 16 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, საირმის, შევარდენიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქვიშხეთის, სანერგის, ღრმაღელის, ჩარგლის, ქსნის, გუდამაყრის და ჯინჭარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IX მიკრორაიონის  ოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, "ჩალისპირების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ბალანჩინის, არზაყან ემხვარის, ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების ოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way