USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 24.08.2024] - გიორგი კობერიძე
Date:  944
- უკრაინელებმა 115 ტყვე გამოიხსნეს რუსული ტყვეობიდან. მათი გაცვლა იმ გაწვეული წვევამდელების ნაწილის ხარჯზე მოხდა, რომლებიც უკრაინელებმა კურსკის ოლქში აიყვანეს. ზოგიერთი გათავისუფლებული უკრაინელი ტყვე 2022 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა ტყვეობაში. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი ასეთი მაღალი პოლიტიკური (და არა სამხედრო) ღირებულების ტყვის აყვანა, რადგან მათი - გაწვეულების - გაცვლა კრემლის რეჟიმის სტაბილურობისათვისაა მნიშვნელოვანი. რუსეთთან მოლაპარაკებებიდან ცხადი ხდება რომ ყველაზე ძვირადღირებული ტყვეები პილოტები, წვევამდელები, კადიროველები და პოლიტიკოსები არიან (მაგ. პუტინის მეგობარი მედვეჩუკი, რომელიც აზოვის ბრიგადის ლიდერებში გაიცვალა). მათი გაცვლა ერთი-ერთში არ ხდება ხოლმე.
- ირკვევა რომ უკრაინელებმა დაიწყეს თავიანთი ახალი დრონი/ფრთოსანი რაკეტის "პალიანიცას" გამოყენება, რომელიც სამხედრო დრონივით ფრინდება, მანევრირებადია, GPS-ით მართვადია და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ღრმად შეუძლია შეღწევა. დეტალები გასაიდუმლოებულია, მაგრამ როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მალე უკრაინას რუსეთის მთელი ტერიტორიის დაფარვა შეეძლებაო.
- ბოლო 48 საათში უკრაინელებმა დრონებით იერიში მიიტანეს რუსულ იარაღის საწყობებზე როგორც ვორონეჟის ოლქში, რუსეთის ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებული მარიუპოლის სიახლოვეს, დონეცკის ოლქში.
- რუსეთში, როსტოვის ოლქში, პროლეტარსკის ნავთობტერმინალზე ხანძარი არ ჩამქრალა. ქარის გამო ხანძარი ელექტროსისტემის ხაზებსაც გადაედო. ნავთობის პრობლემის სწრაფი გადაჭრა ასეთი ტერმინალებისა და ნავთობმზიდი ხომალდების განადგურების ფონზე, ადვილი არ იქნება. ზოგადად ლოჯისტიკის გარეშე არამხოლოდ შეტევის ტემპი დავარდება, არამედ კონტრშეტევის შესაძლებლობასაც შექმნის. ამიტომ ურტყამენ უკრაინელები ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს.
- უკრაინული დარტყმების პრევენციისათვის რუსებმა ნავთობტერმინალის ცისტერნებზე მავთულის ბადეების გადაფარება დაიწყეს, რომლის მიზანიც დრონის დარტყმის თავის თავზე მიღება ან დრონის საერთოდ შეკავება იქნება. მაგრამ ვიცით, რომ მსგავსმა ბადეებმა ტანკებსა და ტექნიკაზე პრაქტიკულად არ გაამართლა. საეჭვოა ახლა შეცვალოს რაიმე, მით უფრო დიდი მუხტის მქონე დრონების ან ფრთოსანი რაკეტების პირობებში.
- დონეცკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები კრიტიკულ ფაზაშია შესული:
1. ბახმუტის სამხრეთით და სიდიდით მეორე ქალაქ ჰორლივკას დასავლეთით მდებარეობს უკრაინული ქალაქი ტორეცკე. მის სიახლოვეს ვხვდებით დასახლება ნიუ-იორკსაც. რუსებმა ტორეცკეს გარეუბანში შეაღწიეს. ქალაქისათვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ტორეცკე უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტია. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ რუსებმა ჯერ ჩასივ-იარსა და კოსტიანტინივკას არ შეუქმნან საფრთხე და შემდგომ სლავიანსკისა (110 ათასი მცხოვრები) და კრამატორსკის (150 ათასი მცხოვრები) მიმართულებაზე არ სცადონ შეტევის განვითარება. ამიტომაცაა რომ ტორეცკესათვის ბრძოლა მძიმე იქნება. ტორეცკეს სიახლოვეს ნიუ-იორკი ჯერ კიდევ ვერ აიღეს რუსებმა, მიუხედავად აქტიური დაწოლისა. თუმცა ნიუ-იორკში ერთადერთი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უკრაინელები მოხვდნენ ალყაში. ამიტომ როგორ განვითარდება ამ ქალაქის ნაწილის (რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ) ბედი უცნობია. ნიუ-იორკის აღების შემთხვევაში რუსული პროპაგანდა აქტიურად ამოქმედდება. მათთვის ამ დასახლებას სამხედრო მნიშვნელობის გარდა სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რადგან სწორედ ანგლო-ამერიკული სახელად - ნიუ-იორკი ეწოდება.
2. დონეცკის ოლქში მეორე რთული წერტილი პოკროვსკის მონაკვეთია. რუსებმა მიაღწიეს სამ მნიშვნელოვან დასახლებას: ჰროდივკას, ნოვოჰროდივკასა და კრასნი იარს. სამივე დასახლება ერთგვარი ფარია უშუალოდ პოკროვკისა (60 ათასი მოსახლე) და მირნოჰრადის (50 ათასი მოსახლე) გასწვრივ. ამ ორი ქალაქიდან ევაკუაცია უკვე დაიწყო. თუკი რუსებმა აღნიშნული ორი დასახლება აიღეს მაშინ ამ მონაკვეთზე ისინი ახლოს იქნებიან დონეცკი-დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვართან. მაგრამ რუსებს ერთი სერიოზული გამოწვევა აქვთ და ამას გაწელილი ფლანგები ეწოდება. რუსები ახლა მახვილისებური მიმართულებით უტევენ აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ჩრდილოეთსა და სამხრეთის ფლანგებს შორის დაშორება 20 კილომეტრია, ხოლო შეტევის ერთი ბოლოდან საწყის წერტილამდე 45 კილომეტრი იქნება (ქალაქ პოკროვსკამდე მიღწევის შემთხვევაში). ეს კი ნიშნავს გრძელი შვერილის არსებობას, რომლის დასაცავად რუსებს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მობილიზება მოუწევთ. ვნახოთ ფლანგებზე იქნება თუ არა უკრაინული კონტრშეტევა, თუ ამის საპირისპიროდ უკრაინელები მაქსიმალურ ფსონს უშუალოდ პოკროვსკისა და მირნოჰრადის შენარჩუნებაზე და რუსული შეტევის გამოფიტვაზე გააკეთებენ აქცენტს.
- კურსკის ოლქში უკრაინული შეტევა გრძელდება. რამდენიმე წერტილში რუსების ალყაში მოხვედრის ძალიან სერიოზული შანსი არსებობს, მათ შორისაა რაიონული ცენტრი კორენევო და დასახლება ტეტკინო (ტიოტკინო). ორივე მათგანში შეტაკებები მიმდინარეობს. უკრაინელები კურსკის ოლქში თავიანთი პლაცდარმის გაფართოებას აგრძელებენ და გზებისა და დასახლებების მიღმა მდელოებსა და ტყეებსაც ითვისებენ, სადაც რუსებს ტექნიკა აქვს გადამალული ან მიტოვებული. თავად რუსები ჩივიან, უკრაინელები ახალ-ახალ ტყვეებსა და ნადავლს იგდებენ ხელში და მათი შეკავებისათვის მინიმალურად კეთდება რაიმეო. როგორც ცნობილია, რუსებს ყირიმიდან გამოჰყავთ დანაყოფები და ტექნიკა კურსკის ოლქში გადასასროლად. როგორც ჩანს ყირიმში თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ რუსები და ყველაზე ნაკლებ ელოდებიან უკრაინელთა მხრიდან იერიშს.
- ყირიმის ხიდზე მიმოსვლა დღეს უკვე რამდენჯერმე დაიკეტა. ახლაც დაკეტილია მოძრაობა, რადგან უკრაინული დრონების თავდასხმას ელოდებიან ყირიმში, ნებისმიერ მიმართულებაზე.
- გუშინ ვოლგოგრადის ოლქის ერთ-ერთი ციხეში ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებმა ბადრაგის წევრები აიყვანეს მძევლად და დახოცეს. შემდგომ სპეცოპერაციით ტერორისტების განეიტრალება მოხდა. მაგრამ მარტიდან მოყოლებული რუსეთში უკვე რამდენიმე ამგვარი და ბევრად მძიმე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომელიც რუსეთის უშიშროებას გამოეპარა. რატომ? რუსეთი ნაცვლად იმისა, საკუთარი უსაფრთხოებისათვის ზრუნავდეს, მთელს რესურსებს მეზობლების დაპყრობაზე ხარჯავს. არის სხვა ფაქტორიც. რუსეთში ძირითადად ისლამური სახელმწიფოს კონკრეტული მიმართულების - ხორასანის (ISIS-K) - წევრები მოქმედებენ, რომელთა დიდი ნაწილიც შუა აზიელები და ავღანეთში მოქმედი ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან (თალიბანში არ უნდა აგვერიოს, თალიბანი და ISIS-K ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტერორისტული ორგანიზაციაა). პუტინის პერიოდში სწორედ შუა აზიური სახელმწიფოს მოსახლეობის შემოდინება განხორციელდა რუსეთის ტერიტორიაზე. ხოლო უშუალოდ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს ტაჯიკეთში, სადაც 90-ან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომში. რუსეთში მყოფი შუა აზიელი მიგრანტების ნაწილი იაფ მუშახელად ჰყავთ დაქირავებული, ხოლო მეორე ნაწილს მოქალაქეობა მისცეს და იარაღი აასხმევინეს და ფრონტის ხაზზე გაუშვეს. მაგრამ რეალურად ვინ რას აკეთებს როგორც ჩანს რუსულ უშიშროებაში ამას ვერ აკონტროლებენ. ზოგადად, შიდა უსაფრთხოება რუსეთში მძიმე მდგომარეობაშია. არც ისაა დასავიწყებელი, რომ კრემლი ევროპის მიგრაციული კრიზისის წყაროცაა. რუსეთმა 2021 წელს ათიათასობით მიგრანტი ჩაიყვანეს რუსეთში, რომლებიც შემდგომ პოლონეთსა (ბელარუსის გავლით) და ფინეთს შეუსიეს. რუსეთის მიზანი ევროპის შიგნით მიგრანტების შესვლით პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირების გამწვავება იყო, მაგრამ მაგრამ პოლონეთმაც და ფინეთმაც საზღვრები მეტწილად დაიცვეს. თუმცა დღემდე ძალიან მძიმე მდგომარეობაა პოლონეთის საზღვართან. საინტერესოა ის, რომ ეს ათიათასობით მიგრანტი ახლა რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ჩარჩენილი. ვინ რას აკეთებს რუსეთში საკითხავია. და ამ საფრთხეების ფონზე, რომლის წინაშეც რუსეთი დგას, კრემლი მაინც სხვა ქვეყნების დაპყრობაზე ხარჯავს რესურსებს.
- დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და სხვა თუ არაფერი უკრაინა დღეს უპირისპირდება რუსეთს, სეპარატისტული წარმონაქმნების წევრებს ცხინვალიდან და სოხუმიდან (რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან), ჩრდილოკორეულ და ირანულ შეიარაღებას და მსოფლიოში დაპყრობითი ომების დაბრუნებას.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way