ამ წუთებში თურქეთის სპეცდნიშნულების პირველი რაზმები გადასხეს ლიბიაში სამთავრობო ძალების (იასამნისფერი ტერიტორია) დახმარების მიზნით, რომლებსაც ავიწროებენ აჯანყებული ძალები (ვარდისფერი ტერიტორიები). მთავრობას მხარს უჭერს თურქეთი, ხოლო აჯანყებულებს - რუსეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი.
ამიერიდან რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ აფრიკის კონტინენტზეც გადაინაცვლა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.