რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს, მათგან 310-ზე მეტი განადგურდა ან დაიკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის Ту-95 და Ту-160 ტიპის თვითმფრინავებიდან „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, Ту-22M3 თვითმფრინავიდან კი “X-22“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა. ამასთან რუსებმა უკრაინას „X-59/69“ ტიპის 4 მართვადი საჰაერო რაკეტითა და 298 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა “X-101“ და „კალიბრის“ ტიპის 45 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, „X-59/69“ ტიპის 2 რაკეტა კი ლოკაციურად დაიკარგა.
ამასთან, უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 266 დრონი გაანეიტრალეს.
თავდასხმის შედეგად უკრაინის ოლქების უმეტესობა დაზარალდა, დარტყმები 22 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.