USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
რუსებმა კიევზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს - არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვები
Date:  604

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

"აფეთქებების სერია ქალაქში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ადრე განხორციელებული თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, ბალისტიკური ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

„თავდაპირველი მონაცემებით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური ტიპის (საბოლოო რაოდენობას და ტიპს საჰაერო ძალები დაადგენს). არსებული ინფორმაციით, ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი და ნგრევა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად“, - განაცხადა სერჰი პოპკომ.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 10 დაშავდა.

"მკაცრად დაიცავით უსაფრთხოების პროტოკოლი, როდესაც საჰაერო თავდასხმის განგაშია!" განსაკუთრებით ფრთხილად - ბალისტიკური რაკეტები დაფრინავენ ძალიან სწრაფად. განგაშსა და რაკეტის მოახლოებას შორის დრო მხოლოდ წამებია! ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ ის, რაც გჭირდებათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ მომზადებისა და თავშესაფარში გადასვლის დრო!"- განაცხადა პოპკომ.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way