USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Тбилиси
რუსებმა კიევს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 13
дата:  1193

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ყველაზე მძიმე შედეგები შევჩენკოვის რაიონშია, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზო განადგურდა.

„ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები“, - აღნიშნა მინისტრმა.

თავდასხმის შედეგად ასევე დაზარალდა პოდოლსკის, გოლოსეევსკის, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და დარნიცკის რაიონები.

мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати