USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებული ბრიტანელი - ძაღლზე უარესად მექცეოდნენ
Date:  677

ბრიტანელმა ეიდენ ასლინმა, რომელმაც 5 თვე რუსების ტყვეობაში გაატარა, მედიას პირველი ინტერვიუ მისცა.

„ძაღლზე უარესად მექცეოდნენ“, - ამბობს ის.

ყოფილი ტყვის თქმით, ტყვეობისას, იმის გამო დაჭრეს და სცემდნენ, რომ სხეულზე უკრაინის გერბის გამოსახულების ტატუ აქვს. როგორც კაცი იხსენებს, ტყვეებს აიძულებდნენ, ყოველ დილით რუსეთის ჰიმნი ემღერათ.

„მას შემდეგ, რაც დამჭრეს, მეკითხებოდნენ, სწრაფად სიკვდილი მინდოდა თუ „ლამაზად სიკვდილს“ ვამჯობინებდი. პატიმრებს ყოველ დილით უნდა ემღერათ რუსეთის ჰიმნი. თუ არ იმღერებდი, ამისთვის დაისჯებოდი - გცემდნენ“, - იხსენებს ეიდენ ასლინი.

ასლინის თქმით, ორკაციან საკანში 4 ადამიანთან ერთად იყო და მორიგეობით იძინებდნენ ტილებით სავსე ხალიჩაზე.

„ტუალეტი არ გვქონდა“, - ამბობს ის. ყოფილი ტყვე იხსენებს, რომ, სამი კვირის განმავლობაში, პურის მცირე ზომის ნაჭრებისა და და წყლის მეტი არაფერი მიუღიათ.

ასლინი იმ 10 ტყვეს შორისაა, რომლებიც, საუდის არაბეთის ცნობით, შუამავლობის შედეგად, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს.

როგორც BBC წერს, ასლინი აპრილში, ქალაქ მარიუპოლში, ბრძოლის დროს ჩავარდა ტყვედ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way