USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა „ნავალნი" ოსკარი მოიპოვა
თარიღი:  641

„ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" გაიმარჯვა. ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ წელს ყველაზე მეტ, 7 ნომინაციაში მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა ფილმისთვის "ვეშაპი", ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიშელ იოუს გადაეცა ფილმში"ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მონაწილეობისათვის.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლის ნომინაციაში კე ვი ჩიუანმა გაიმარჯვა ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად", ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის კი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ტიტული ჯეიმი ლი კერტიმ მიიღო.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დენიელ კვანმა და დენიელ შაინერტიმ გაიმარჯვეს ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად".

ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" ასევე გაიმარჯვა ნომინაციებში : საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა „ნავალნი.“ ცერემონიას პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცოლი იულია ნავალნაიაც დაესწრო.

„ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა და მას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის