USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმებულად გამოაცხადა
Date:  864

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმებულად გამოაცხადა, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ ტურში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე და პრორუსი კანდიდატის, კალიმ ჯორჯესკუს სასარგებლოდ ხმის მიცემის პროცესში ღიად ჩაერია რუსეთი, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულ იქნა ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო პროპაგანდისტული ოპერაციები და ჰაკერული თავდასხმები…

 
რამდენიმე დღის წინ რუმინეთის უსაფრთხოების სამსახურმა გრიფით საიდუმლო მოხსნა “ჯორჯესკუს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაციას”, რის მიხედვითაც სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებებისა და მასალების გაცნობის შემდეგ დადო დასკვნა, რომ ჯორჯესკუს პირველ ტურში გამარჯვებაში კრემლის სპეცსამსახურები დაეხმარა.
 
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯორჯესკუ ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო-ფინანსურ დახმარებას და რუმინეთის ნატოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას… გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი არჩევნების თარიღი….
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way