USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
რუბიო საქართველოზე - ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს? შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს
თარიღი:  727

განიხილება, ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე განაცხადა.

რუბიოს პასუხი კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) კითხვას მოყვა, კერძოდ, რუბიოს უილსონმა ჰკითხა: „თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო დეპარტამენტში რა გაკეთდება ისეთი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს, ქართველი ხალხის სახელით, ანტიამერიკული “ქართული ოცნებისთვის” რეალური ფასის დაწესებაში დაეხმარება”.

რუბიოს თქმით, დღეს არ აქვს განცხადება იმის თაობაზე, კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავს აშშ, მაგრამ დასძინა, რომ საკითხი განიხილება, "ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ".

ასევე რუბიომ თქვა, რომ შტატებმა რეგიონულ ბიუროებს და ლოკალურ ოფისს უნდა მიმართოს, რომ სახელმძღვანელო მიიღონ - "ანტიამერიკული მთავრობისთვის ყველაზე საგრძნობი ზომები რა შეიძლება იყოს”.

“ჩემს შესავალ სიტყვაში რაც ვთქვი, იმას რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატების მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ასე რომ, ამას შევხედავთ და საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” და თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ფასის გადახდა მოუწიოს ამ მთავრობას.

ეს ამჟამად განიხილება, ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ. კონკრეტულად დღეს განცხადება არ მაქვს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისეთი რამეა, რაც განიხილება.

და, კიდევ ერთხელ, [ეს] შესანიშნავია მაგალითია იმის, თუ რატომ უნდა მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ადგილზე ჩვენს ლოკალურ ოფისს, რომ სახელმძღვანელო მოგვცენ - ანტიამერიკული მთავრობისთვის ყველაზე საგრძნობი ზომები რა შეიძლება იყოს”, - განაცხადა რუბიომ.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის