USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Hürriyet» (თურქეთი): „არსებობს თუ არა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზა?“
дата:  236

თურქულ გაზეთ „ჰურიეთში“ (Hürriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არსებობს თუ არა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზა?“ (ავტორი - ნიგიუნ გიუმეში). „რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირისათვის გამოცდა გახდა. ყველა ლიდერს თავისი ინტერესები აქვს - ემანუელ მაკრონს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლაფ შოლცს... და ეს იმ დროს, როცა ამერიკამ უკრაინას დახმარება შეუწყვიტა. სამწუხაროდ, მშვიდობაზე არავინ ლაპარაკობს, თურქეთის გარდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომში ესკალაციის ტენდენცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში მშვიდობის დამყარების პროგნოზირება რთულია, თუმცა მაინც შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რამდენად შესაძლებელია საომარი მოქმედებების მშვიდობიანად დასრულება და საერთოდ, არის თუ არა გამოსავალი უკრაინის კრიზისიდან?

რას ელოდება კრემლი

როგორც ცნობილია, 16-17 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და მიღებული ხმების რაოდენობით (87,28% გაიმარჯვა ვლადიმერ პუტინმა. რა თქმა უნდა, მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება, რომელსაც ჩუმი და შეუმჩნეველი მეტოქეები ჰყავდა, არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო ვლადიმერ პუტინის სიტყვებმა, რომლებიც მან გამარჯვების შემდეგ წარმოსთქვა: „რუსეთი უკრაინის მიმართ სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ არა იმიტომ, რომ კიევს საბრძოლო მასალები უმთავრდებაო“.

რას ნიშნავს რუსი ლიდერის სიტყვები? იმ დროს, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ხოლო უკრაინის დახმარების საკითხი კონგრესშია „გაჭედილი“ და ადგილიდან არ იძვრის, ყველა ამჩნევს, რომ დონალდ ტრამპის აჩრდილი უკვე დიდ გავლენას ახდენს ამერიკულ პოლიტიკაზე მანამ, სანამ იგი, დიდი ალბათობით, თეთრ სახლში დაბრუნდება. ჰოდა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სწრაფად მოაგვარებს უკრაინის საკითხს, თან მისი მომხრე რესპუბლიკელები კიევისათვის იარაღის მიწოდებას აყოვნებენ, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სიტყვები იმის მანიშნებლად უნდა მივიღოთ, რომ რუსული კრემლის ბინადარი ამერიკული თეთრის სახლის ბინადარის შეცვლას ელოდება, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების იმედით.

რას ელოდება ევროპა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც, რესპუბლიკელი კონგრესმენების გამო, არ შეუძლია სათანადო მრავალმილიარდიანი მასშტაბური დახმარების გაწევა უკრაინისათვის, გასულ კვირას განაცხადა, რომ გამონახა 300 მილიონი დოლარი საბრძოლო მასალებისათვის. თუმცა ეს ფული ძალიან ცოტაა და ამ თანხით შეძენილი საბრძოლო მასალები კიევს მხოლოდ რამდენიმე კვირას თუ ეყოფა.

ევროპა ეძებს გზებს, თუ როგორ შეიძლება უკრაინის იარაღით უზრუნველყოფა, მაგრამ იმასაც ელოდება, რომ იქნებ ამერიკელმა რესპუბლიკელებმა უკრაინის დახმარების საკითხში თავიანთი ხისტი პოლიტიკა შეარბილონ. სხვათა შორის, ომი უფრო მეტად ევროპას ემუქრება, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„მოკრივე“ მაკრონი

რუსეთ-უკრაინის ომი ევროკავშირის გამძლეობას ამოწმებს, რომელიც თავის დროზე მშვიდობიანი პროექტის სახით შეიქმნა, მაგრამ დღეს ალიანსში განხეთიქლება შეინიშნება: საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ადრე, სარგებლობდა რა ვლადიმერ პუტინთან ახლო დამოკიდებულებით, ცდილობდა „მშვიდობის მტრედის“ როლი შეესრულებინა, მაგრამ ბოლოს „ომის მსურველ ქორად“ გადაიქცა და თავისი ნამდვილი სახე აჩვენა, როცა უკრაინის დასახმარებლად დასავლური ჯარების გაგზავნის ვარაუდებზე დაიწყო ლაპარაკი. უფრო მეტიც - მან მოკრივის ხელთათმანები ჩაიცვა და სპეციალურად გადააღებინა ფოტოსურათი  - სავარჯიშო „მსხალთან“ კუნთების დემონსტრირებით.

„რკინის ლედი“ ურსულა და ზეწოლის გამძლე ოლაფი 

ევროკომისიის თავმჯდომარე (ევროკავშირის „პრემიერ-მინისტრი“) ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროლიდერებს სთავაზობს, რომ ევროპული სამხედრო მრეწველობა დამაჩქარებელი „ტურბოძრავით“ აღიჭურვოს. რასაკვირველია, დღევანდელ მის განცხადებებში ბევრი რამ არის განპირობებული ევროპარლამენტის არჩევნებით, რომლის ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის ივნისში - „ევროპის რკინის ლედი“ ხომ ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევ კანდიდატს წარმოადგენს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, „მტრედადყოფილ“ და აწ უკვე „ქორადქცეულ“  ემანუელ მაკრონთან შედარებით, უფრო თავშეკავებულია: მართალია, მასზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს კიევისათვის „ტაურუსის“ მიწოდებაზე, თუმცა მხარს უჭერს ტანკებისა და სხვა იარაღის გადაცემას.

მოლაპარაკების ალბათობა

დასავლეთი მთლიანად არის დაკავებული იმით, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი მისცეს უკრაინას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გავრცელებულია აზრი - თუ უკრაინა დამარცხდება და რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ კრემლი ევროპის სხვა ქვეყნებსაც „დაერევა“.

თურქეთის გარდა, პრაქტიკულად არავინ არ ლაპარაკობს ომის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობისდამყარებაზე. პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა , როცა არჩევნების გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკა და წარმატება მიულოცა, მან ისევ გამოხატა მზადყოფნა შეასრულოს ნებისმიერი საშუამავლო როლი მოლაპარაკების მაგიდაზე მხარეთა დასაბრუნებლად.

მოვლენების დღევანდელი მდგომარეობის ფონზე რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდება, მაგრამ იარაღის მიწოდების პარალელურად, აუცილებელია ვიმუშაოთ დარეგულირების ახალ ფორმულებზე, რომლებიც მშვიდობისაკენ გზამკვლევების ფუნქციას შეასრულებენ.

წყარო: https://www.hurriyet.com.tr/yazarlar/nilgun-tekfidan-gumus/ukraynada-bir-cikis-var-mi-42429886

мир
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати