USD 2.7064
EUR 3.1321
RUB 3.3255
თბილისი
როტშილდები ვენის მუნიციპალიტეტს 110 მილიონ ევროს ედავებიან
თარიღი:  1122

 როტშილდის შთამომავლებმა ვენის მუნიციპალიტეტს სასამართლოში უჩივლეს, იმ ქონების გამო, რომელიც მათ ჩამოერთვათ ნაცისტური რეჟიმის დროს. სარჩელის ოდენობაა 110 მილიონი ევრო.

საქმე ეხება ადრეული ბაროკოს სტილის სასახლეს, რომელშიც  1905 წელს განთავსდა, ბარონ ალბერტ ფონ როტშილდის მიერ შექმნილი ფსიქიური დაავადებების მკურნალობის ფონდი, ეს გახლდათ ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი სამკურნალო დაწესებულება მსოფლიოში, იუწყება გაზეთი The Financial Times.

როგორც გაზეთი აღნიშნავს ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სარჩელი ავსტრიული სასამართლოს ისტორიაში.

ფონდს მართავდა სამეურვეო საბჭო, ხოლო 1938 წელს ნაცისტების მიერ ავსტრიის დაპყრობის შემდეგ, მმართველობა მთლიანად მათ ხელში გადავიდა. ნაცისტებმა ფონდის ქონება დაბალ ფასებში გაყიდეს და მისი ნაწილი მიითვისეს, ხოლო ნაწილი ვენის მუნიციპალიტეტს გადასცეს.

1956 წელს ფონდმა განაახლა მუშაობა, თუმცა ეს ამბავი როტშილდის მემკვიდრეებისთვის არავის შეუტყობინებია და ფონდის მუშაობაზე მთლიან კონტროლს ვენის მუნიციპალიტეტი ახორციელებდა.

როტშილდები ებრაული წარმოშობის ბანკირების ევროპული დინასტიაა. ითვლება, რომ XIX საუკუნიდან, მას მერე რაც ფედერალური სარეზერვო ფონდი შეიქმნა, როტშილდების ოჯახი ყველაზე მდიდარი ოჯახია მსოფლიოში.

ეკნონომიკა
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის

JNX WAS HERE ❤️❤️