USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
როსტოვში, ნავთობის ბაზაზე ხანძარს მეხუთე დღეა ვერ აქრობენ
дата:  659

რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ვერ აქრობენ.

Deutsche Welle-ს ცნობით, დრონით თავდასხმის შემდეგ დაწყებული ხანძრის ქრობის პროცესს ახალი აფეთქება და ცეცხლის გავრცელება ართულებს.

ცეცხლის ქრობის პროცესში 500 ადამიანი მონაწილეობს, ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში პირბადეებით გადაადგილდება. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 47 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი მეხანძრეა.

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში 18 აგვისტოს მიიტანა.

Тбилиси
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

более
голосование
Кстати