USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
რომის პაპმა კათოლიკური ბზობის დღესასწაული ცარიელ ტაძარში აღნიშნა
Date:  1276

 

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე - თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა.

„იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“,- აღნიშნა რომის პაპმა.

იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლასთან დაკავშირებულ დღესასწაულს, როგორც წესი, პალმისა და ზეთისხილის ხის რტოებით ათობით ათასი ადამიანი ერთად ზეიმობს წმინდა პეტრეს მოედანზე, ხოლო მსვლელობაში კარდინალები, მღვდლები და მორწმუნეები მონაწილეობენ, თუმცა ამჯერად სიმბოლურ პროცესიაში მხოლოდ 20-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ისინიც საზოგადოებრივი დისტანციის დადგენილ ნორმებს იცავდნენ. მესა პორტალ Vatican News-ის მეშვეობით გადაიცემოდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way