USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
რომის პაპმა აღიარა, რომ მღვდლები და მონაზვნები პორნოგრაფიას უყურებენ
дата:  297

რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდლები და მონაზვნები ინტერნეტში პორნოგრაფიის ყურების საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პაპმა აღნიშნა, რომ პორნოგრაფია „მღვდლის გულს ასუსტებს“. „ეს გარყვნილებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ახასიათებს, მღვდლებსა და მონაზვნებსაც კი. იქიდან ეშმაკი შედის. სუფთა გული, რომელსაც იესო ყოველდღე იღებს, ვერ აღიქვამს ამ პორნოგრაფიულ ინფორმაციას“, - განაცხადა ფრანცისკემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებმა სოციალურ ქსელებზე ბევრი დრო არ უნდა დახარჯონ.

კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს ქორწინება 900 წლის წინ აეკრძალათ. მანამდე სასულიერო პირები ხშირად ქორწინდებოდნენ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати