USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
რომის პაპის საშობაო წირვას პანდემიის გამო მხოლოდ 100-მდე ადამიანი დაესწრო
თარიღი:  1160

კათოლიკური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო წირვა ჩაატარა.

Reuters-ის ინფორმაციით, წირვას, რომელსაც ჩვეულებრივ 10 000-მდე ადამიანი, მათ შორის 200 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებიან, კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ 100-მდე პირი დაესწრო.

ღვთისმსახურება ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მყოფ პირებს სახლებში დაბრუნება 22:00 საათამდე, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოესწროთ.

რაც შეეხება რომის პაპის ტრადიციულ მიმართვას „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ (Urbi et Orbi), პონტიფიკოსი მას, წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი აივნის ნაცვლად, ვატიკანის შიდა დარბაზიდან პარასკევს წაიკითხავს.

იტალიაში შობისა და ახალი წლის უმეტეს დღეებში საყოველთაო „ლოქდაუნი“ მოქმედებს. 24-27 დეკემბერს, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე და 5 იანვრიდან 6 იანვრამდე არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიები იკეტება. აღნიშნულ დღეებში მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო აქვთ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის