USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
Date:  736

რომის პაპი ფრანცისკე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ყველას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვაქცინებმა ბოლო შეიძლება მოუღოს პანდემიას, თუმცა საჭიროა, რომ ყველა აიცრას.

„ღვთის წყალობით და მრავალი ადამიანის შრომის შედეგად, ჩვენ ახლა ვაქცინები გვაქვს, რომელიც კორონავირუსისგან გვიცავს. ვაქცინები პანდემიის დასრულების იმედს გვაძლევენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და თუ ერთად ვიმუშავებთ“, - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრა სიყვარულის აქტია.

„ვაქცინაცია მარტივი, მაგრამ ეფექტური გზაა ერთმანეთზე ზრუნვისთვის, ეს განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს ეხება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way