USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
რომის პაპი მედიკოსებს - თქვენ იყავით მთელი ქვეყნის საყრდენი, ანგელოზები
თარიღი:  1073

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ ექიმებსა და ექთნებს შეხვდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს პონტიფიკოსის პირველი აუდიენციაა იტალიაში კარანტინის გაუქმების შემდეგ. ლომბარდია იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია.

„თქვენ იყავით მთელი ქვეყნის საყრდენი“, – მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში შეკრებილ მედიკოსებს.

რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მთელ იტალიაში მომუშავე ექიმებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მათ „ანგელოზები“ უწოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ექიმებს, რადგან ისინი პაციენტებთან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში იყვნენ და ხშირად საყვარელ ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად მათ საკუთარი მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალებას აძლევდნენ.

იტალიაში კორონავირუსით 34 561 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და ბრიტანეთის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის დაახლოებით 170 მედიკოსია.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის